14 წლის მოზარდი 4 წლის ბიჭის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი

14 წლის მოზარდი 4 წლის ბიჭის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი

14 წლის მოზარდი 4 წლის ბიჭის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ "გურია ნიუსი" წყაროზე დაყრდნობით იუწყება. შემთხვევა გურიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გასული კვირის ბოლოს მოხდა. 14 წლის მოზარდი და 4 წლის ბავშვი მეზობლები არიან.

აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ 14 წლის მოზარდი უკვე დაკავებულია.

"ამ ეტაპზე დაზუსტებით არ შეგვიძლია იმის თქმა, გაუპატიურებულია თუ არა 4 წლის ბავშვი. ამას შესაბამისი ექსპერტიზა სჭირდება, რომელიც უკვე დანიშნულია. თუმცა, პირველადი მონაცემებით, გარყვნილი ქმედების ფაქტი დასტურდება", - ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია