ფონიჭალაში ორი პოლიციელი დაჭრეს - ნარკოდამნაშავემ სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა

ფონიჭალაში ორი პოლიციელი დაჭრეს - ნარკოდამნაშავემ სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა

ფონიჭალაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით ოპერატიულ ღონისძიებას ატარებდნენ, რა დროსაც მოხდა მათი დაჭრა.

მათივე ინფორმაციით, პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ერთი პოლიციელი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან, მეორეს კი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ წუთებში მიმდინარეობს დამნაშავის დასაკავებელი ღონისძიებები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია