ფოთში 22 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ფოთში 22 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ფოთში უბედური შემთხვევა მოხდა, ზღვაში 22 წლის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. დაღუპულის გვამი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.

22 წლის ახალგაზრდა ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. დაღუპული ფოთის მკვიდრია.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ზღვაზე ძლიერი ღელვის გამო, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია და ამინდის გაუმჯობესებისთანავე განახლდება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია