ხმაური იყო გუშინ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე პირველ სამშობიაროში - გვიან ღამით ჩვილი გარდაიცვალა. ჩვილის დაღუპვაში კოკოლაშვილები სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებენ და მათ უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ”რუსთავი 2” ავრცელებს.
ოჯახის წევრების თქმით, მშობიარე მათ კლინიკაში რამდენჯერმე მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა უკან გამოაბრუნეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამშობიაროს დირექტორი ექიმების დანაშაულს გამორიცხავს. აღძრულია საქმე. ჩვილის დაღუპვის მიზეზს ექსპერტიზა დაადგიეს.