მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ხანძარიის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ქსოვრისის გორაზე ბალახს უკიდია.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე 12 სახანძრო და 2 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.