მეცნიერებმა ახალი გალაქტიკა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ახალი გალაქტიკა აღმოაჩინეს

ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც სავარაუდოდ სხვა გალაქტიკასთან შეტაკების შედეგად წარმოიქმნა. ამ აღმოჩენის შესახებ Monthly Notices of the Royal Astronomical Society წერს.

გალაქტიკას სახელად კეტრინის ბორბალი ეწოდა და ის დედამიწისგან დაახლოებით 30 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული, რაც შვიდჯერ უფრო ახლო მანძილია, ვიდრე სხვა მსგავსი აღმოჩენა, რაც აქამდე გაკეთებულა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კეტრინის ბორბალი წარმოიქმნა სხვა გალაქტიკასთან პირდაპირი შეჯახების შედეგად. გალაქტიკა ირმის ნახტომის სამხრეთ ნაწილის შესწავლისას ავსტრალიაში არსებული Schmidt Telescope-ს მეშვეობით აღმოაჩინეს.