სასტიკი მკვლელობა ქობულეთში: რა მოხდა ღამის კლუბ "ტროპიკანკას" მიმდებარე ტერიტორიაზე

სასტიკი მკვლელობა ქობულეთში: რა მოხდა ღამის კლუბ "ტროპიკანკას" მიმდებარე ტერიტორიაზე

შსს-მ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა გახსნა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რევაზ ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთში, ღამის კლუბ "ტროპიკანკას" მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკებისას, 1986 წელს დაბადებულ გიორგი ნ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს. დაჭრილი გიორგი ნ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია