ვარკეთილში მიკროავტობუსი ამობრუნდა - არიან დაშავებულები

ვარკეთილში მიკროავტობუსი ამობრუნდა - არიან დაშავებულები

ვარკეთილში მიკროავტობუსი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ხუთმა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებულები სასწრაფოს ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია