იგოეთის გზაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რამდენიმე ავტომობილია დაზიანებული, მათ შორის ერთი - ხეს შეეჯახა. გარდაცვლილია სავარაუდოდ ერთი ადამიანი.
"ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.