გერმანიაში სამკურნალოდ წაყვანილი ბავშვი გარდაიცვალა, ცხედარს კი ვერ პოულობენ

გერმანიაში სამკურნალოდ წაყვანილი ბავშვი გარდაიცვალა, ცხედარს კი ვერ პოულობენ

გერმანიაში სამკურნალოდ გაგზავნილი ბავშვი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები კი გარდაცვლილის ცხედარს ამ დრომდე ვერ პოულობენ.

4 წლის ანდრია დვალიშვილი 19 აგვისტოს ორგანიზაციამ "ჯანმრთელი ბავშვები" სამკურნალოდ წაიყვანა.

ინფორმაციას გარდაცვლილის მშობლები ვერც ორგანიზაციისგან და ვერც საკონსულოსგან ვერ იღებენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ ორანიზაცია ჯანმრთელი ბავშვებისგან ყოველდღიურად სხვადასხვა ინფორმაციას იღებენ.

გარდაცვლილი ბავშვის დეიდა, თათია ნალიკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ბავშვის ფოტოს აქვეყნებს და დიდ მწუხარებასთან ერთად  უყურადღებობასაც აღნიშნავს.  

"ხომ მითხარი უკან დავბრუნდებიო დეიდაა, ხომ მომეცი პირობა ჩემო ანგელოზო. რატომ დაგვტოვე, დეე. წამიყვანე მეც, იქაც გეთამაშები. ხომ ყველაზე ძალიან გიყვარდა ჩემთან თამაში ჩემო ანგელოზოო....ეს რა გაგვიკეთეს დე, ჩემო ვაჟკაცო, ჩემო ტკივილო, როგორ გადავიტანო უშენობა ანდრია".

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია