რა ხდება ფოთში წყალდიდობის შემდეგ

რა ხდება ფოთში წყალდიდობის შემდეგ

ფოთში კვლავ წვიმს. წუხელ ფოთის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. დღეს კი იმ ქუჩებზე, სადაც განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა, წყალი უკვე აღარ დგას.

ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზურაბ ყურუას ინფორმაციით, 7-ვე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და წყალს გასასვლელი აქვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო-ჯორჯიას" წარმომადგენელმა ეკა ურიდიამ განაცხადა, ქალაქს ელექტროენერგია მიეწოდება, თუმცა არის უბნები, სადაც გათიშვებია. მისივე ინფორმაციით, სამსახურის ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.

ფოთის მერიაში კი შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

იხილეთ ფოტოგალერეა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია