ახლობლების თქმით, გვაზავამ თვითმკვლელობის მიზნით, იარაღი ყბასთან მიიბჯინა და გაისროლა - რა უბედურება დატრიალდა მანქანაში მარიამობის ღამეს

ახლობლების თქმით, გვაზავამ თვითმკვლელობის მიზნით, იარაღი ყბასთან მიიბჯინა და გაისროლა -  რა უბედურება დატრიალდა მანქანაში მარიამობის ღამეს

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან გვაზავას მდგომარეობა კვლავ მძიმეა. საუნივერსიტეტო კლინიკასთან გვაზავას მეუღლე და ახლობლები იმყოფებიან.

პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე რთულია. გვაზავას სახის არეში ჩაუტარადა ოპერაციული მკურნალობა, კერძოდ, სახის ძვლების ოსტეოსინთეზი.

მისივე თქმით, ამჟამად პაციენტი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და მკურნალობა გრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან გვაზავას ახლობლები თავდასხმის ვერსიას გამორიცხავენ და თვითმკვლელობის მცდელობაზე საუბრობენ.

როგორც ახლობლებლებმა განაცხადეს, ლევან გვაზავამ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც საკუთარი იარაღის შემთხვევით გავარდნას მისი დეიდაშვილი, რეზო კალომლეწავი ემსხვერპლა.

"ლევან გვაზავა ორ დეიდაშვილთან და კიდევ ერთ ახლობელთან ერთად, რომელიც ავტომანქანას მართავდა, მარიამობის აღსანიშნავად მისი ძმის სახლში, პანტიანში იმყოფებოდა. უკან დაბრუნებისას, ავტომანქანაში ლევან გვაზავა იარაღმა შეაწუხა და ბუდიდან ამოიღო, რა დროსაც შემთხვევით გაუვარდა და ტყვია მის წინა სავარძელზე მჯდომ რეზო კალომლეწავს მოხვდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ლევანმა თვითმკვლელობა სცადა, იგივე იარაღი ყბასთან მიიბჯინა და გასროლა განახორციელა, თუმცა, ტყვიას ტვინამდე არ მიუღწევია, რადგან ის ცხვირის ძვალმა გააჩერა. შესაბამისად, ლევანს სახის არე აქვს დაზიანებული", - აცხადებენ ახლობლები.

ახლობლების ინფორმაციით, მანქანაში მყოფი კიდევ ერთი დეიდაშვილი გურამ თათელაძე გუშინ დაკითხვაზე იმყოფებოდა.

შემთხვევის შესახებ ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #მკვლელობა ოქროყანაში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია