ოქროყანაში დატრიალებული ტრაგედიის ადგილიდან პირველი ვიზუალური მასალა ვრცელდება. კადრებში სამართალდამცავების მუშაობის პროცესი და ხალხმრავლობა ჩანს.
შეგახსენებთ, რომ ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტების საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, უწყებაში შესული შეტყობინების საფუძველზე ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
შემთხვევის შესახებ ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #მკვლელობა ოქროყანაში