"ოცნების" მაღალჩინოსნები და "ნაციონალების" ლიდერები, რომლებიც ოქროყანის ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდნენ

"ოცნების" მაღალჩინოსნები და "ნაციონალების" ლიდერები, რომლებიც ოქროყანის ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდნენ

ოქროყანაში, სადაც გვიან ღამით მკვლელობა მოხდა, რა დროსაც ლევან გვაზავას დეიდაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა, თავად გვაზავას მდგომარეობა კი ამ მომენტამდე უკიდურესად მძიმეა, შემთხვევიდან მოკლე პერიოდში მთავრობის მოქმედი მაღალჩინოსნები და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გამოჩნდნენ.

მათ შორის იყვნენ სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, შს მინისტრის მოადგილე ზურა გამეზარდაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე და ლევან თარხნიშვილი.

ლევან გვაზავა ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციის განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული, მისი გარდაცვლილი დეიდაშვილი, რეზო კალომლეწავი კი საკუთარ სახლში გადაასვენეს.

შემთხვევის შესახებ ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #მკვლელობა ოქროყანაში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია