ნინა წკრიალაშვილი გვიან ღამით ტრაგედიის ადგილზე - თავში აქვს ნასროლი, მაგრამ ღმერთის წყალობით მგონი გადავრჩით

ნინა წკრიალაშვილი გვიან ღამით ტრაგედიის ადგილზე - თავში აქვს ნასროლი, მაგრამ ღმერთის წყალობით მგონი გადავრჩით

ოქროყანაში, სადაც გვიან ღამით მკვლელობა მოხდა, რა დროსაც ლევან გვაზავას დეიდაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა, თავად გვაზავას მდგომარეობა კი ამ მომენტამდე უკიდურესად მძიმეა, შემთხვევიდან მოკლე პერიოდში მთავრობის მოქმედი მაღალჩინოსნები და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ასევე გვაზავას მეგობრები გამოჩნდნენ. რამდენიმე მათგანმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

იოსებ გოგაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე

ეს იყო უბედური შემთხვევა, როგორც ვიცი. მეტს ვერაფერს ვიტყვი. კომენტარს შსს-ს პრესცენტრი გააკეთებს.

სოსო ალავიძე - თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი

თქვენზე მეტი არაფერი ვიცი. აქ ვარ იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია.

ზურაბ გამეზარდაშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

ლევან გვაზავა არის წესიერი კაცი და მასზე მუქარა არ შეიძლებოდა ყოფილიყო.

ტარიელ ხეჩიკაშვილი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი

არც ერთი ვერსია არ არის სარწმუნო, სანამ ადამიანი არ გადარჩება.

გივი თარგამაძე - საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი

ლევან გვაზავა არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი. მე აქ ვარ, რადგან ვგულშემატკივრობ. მეტი, ახლა რაიმე რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი, ვინაიდან ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ შემთხვევა ისეთ ადგილას არის მომხდარი, რომ მე მგონი, ჯერჯერობით, თვითმხილველიც არ არის.

ირაკლი შიხიაშვილი - ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი

ჩვენ საერთო მეგობრები გვყავს და რომ გავიგე ამ უბედური შემთხვევის შესახებ, ბუნებრივია, მოვედით აქ, რადგან მას ასეთი უბედური შემთხვევა შეემთხვა.

ნინა წკრიალაშვილი - მომღერალი

მე მგონი გადავრჩით და ტვინი არ არის დაზიანებული. თავში აქვს ნასროლი და ღმერთის წყალობით, და ისეთი დღეა დღეს (მარიამობა), რომ ამ დღის წყალობით ტვინი არ არის დაზიანებული.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია