ქუთაისში 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა - მოტეხილი 3 ნეკნი და დაჟეჟილობა

ქუთაისში 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა - მოტეხილი 3 ნეკნი და დაჟეჟილობა

ქუთაისში, წუხელ მრავალსართულიანი კორპუსის მე-5 სართულიდან 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა. შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული ბავშვი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოს ექიმი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ბავშვს სამი ნეკნი აქვს მოტეხილი და მას დაჟეჟილობა აღენიშნება.

ექიმის განცხადებით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია