ქალთა სახეები გიორგი კეკელიძის წიგნების პოპულარიზაციაში

ქალთა სახეები გიორგი კეკელიძის წიგნების პოპულარიზაციაში

"რადგან ასეთი ტენდენცია გაჩნდა გიორგი კეკელიძის წიგნებთან რომ გოგონები "სელფებს" იღებენ, ეს ძალიან კარგია. ყოველთვის ჯობია წიგნთან ერთად გადაიღო სურათი. ამით ნებსით თუ უნებლიედ წიგნების პოპულარიზაციას ახდენენ და ვინ იცის გიორგის წიგნების წაკითხვის შემდეგ იქნებ სხვა წიგნებიც წაიკითხონ"... - ამბობს ჩვენთან საუბარში ლაშა ბუღაძე.

გემოვნებიანმა მკითხველმა უკვე იხილა გიორგი კეკელიძის საბას ლაურეატ "ოდებთან" ერთად "გურული დღიურები", "სიკვდილი პიცერიაში", "მურმანის სევდა". 31 აგვისტოს "კვირის პალიტრასთან" ერთად კიდევ ერთი რომანი - "ანასტასიას ზარი" გამოვა... ის წარმატებული ბიბლიოთეკის დირექტორია, საქმეში მოწესრიგებული, თუმცა როგორც ამბობდნენ, წარსულში მის პირად ცხოვრებას მოწესრიგებული არ ეთქმოდა. მის სახელს ათობით ცნობილ, თუ უცნობ გოგოსთან აკავშირებდნენ. ბოლო გამხმაუერებული ურთიერთობა სტუდენტ ლილე ლოლიშვილთან იყო. გიორგი პირად ცხოვრებაზე წლებია არ საუბრობს, თუმცა როგორც ამბობენ, მას ახლა სერიოზული ურთიერთობა აქვს ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის პიარის წარმომადგენელთან. რაც შეეხება ფოტოებს – ზოგი აკადემიურია და აღწერა ერთვის, ზოგი ზომიერი, ზოგი კი ცოტა თამამიც კი. ახალი ტენდენციაზე, როგორც ამბობენ, კეკელიძის წიგნებთან სელფ-ისტერიაზე კი ლაშა ბუღაძესთან ერთად თავად გავესაუბრეთ მათ, ვისი ფოტოებიც განსაკუთრებულად სამახსოვრო გახდა...

ლაშა ბუღაძე: გიორგი კეკელიძის ყოველ ახალ წიგნს დიდი ინტერესით ველოდები. მისი პატარა რომანებიც, რომლებსაც ის ეტაპობრივად აქვეყნებს, ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებია. ყოველთვის იგონებს სიახლეს თავის ტექსტებში. მის ნაწერებს ახასიათებს რაღაც სიტუაციების შექმნა, ძალიან უცნაური, მოულოდნელი და დამაჯერებელი. მე ეს ძალიან მომწონს და ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო გიორგი რომ ასეთი კარგი პროზაიკოსიც აღმოჩნდა. გიორგის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პოეტს, დიდი ხანია ვიცნობ. საუკეთესო ოდებიც აქვს. განსაკუთრებულად პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც აიღო პრემია "საბა"... ფართო საზოგადოებამ ალბათ უფრო "გურული დღიურებით" გაიცნო, რომელზეც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. კარგად მოგვითხრობს ავტორი ყოველივეს. გარდა იმისა, რომ თავისთავად ძალიან კოლორიტულია გურია - ადამიანების ყოფა და რეალობა, სევდანარევი იუმორი, ეს არ არის უბრალოდ გიორგის ჩანახატები, რომლებიც გაგვაღიმებენ ან გაგვაცინებენ ვთქვათ რომელიმე გურული პერსონაჟის შესახებ. გიორგი აქ რჩება დამკვირვებლად, ფსიქოლოგად და მე ვიტყოდი პოეტადაც კი. გარკვეული სიტუაციები არის საოცრად პოეტური და დრამატულიც.

- რამდენად მოგწონთ ტენდენცია, გოგონები რომ მის წიგნებთან სელფებს იღებენ და ამით ერთგვარ რეკლამას უწევენ წიგნს. ზოგიერთებს ეს საშინლად აღიზიანებთ და უარყოფით კომენტარებსაც არ იშურებენ...

- თავად ახსენეთ სიტყვა – ტენდენცია. რადგან ასეთი ტენდენცია გაჩნდა, ძალიან კარგია. ყოველთვის ჯობია წიგნთან ერთად გადაიღო სურათი. ამით ნებსით თუ უნებლიედ გიორგის წიგნების პოპულარიზაციას ახდენენ და ვინ იცის, გიორგის წიგნების წაკითხვის შემდეგ იქნებ სხვა წიგნებიც წაიკითხონ.

დათო ტურაშვილი: "გიორგი კეკელიძე ნამდვილად ნიჭიერი ადამიანია. მისი თაყვანისმცემლების ფოტოები მე არ მინახავს, მაგრამ ეს ალბათ ჩემი ბრალია, რადგან არ ვარ "ფეისბუქის" მომხმარებელი და ჩემი სახელით სხვები აკეთებენ ამას."

ანა ოლკინა: - გიორგის დიდი ხანია ვიცნობ, პერიოდულად ვწერთ ერთმანეთს და ვუზიარებთ სიახლეებს. სექსი შეიძლება გვქონდა, შეიძლება არ გვქონდეს, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ურთიერთობის სტატუსი მეგობრობაა... მალე ჩემი წიგნი გამოვა, რომელიც ნაწილობრივ ბიოგრაფიულია და მასში ბევრ კითხვაზე იპოვის მკითხველი პასუხს.

- სელფებზე რას იტყოდით?

- მე პირადად სელფს მაშინ ვიღებ როცა ძალიან მოწყენილი ვარ და არ ვიცი რა ვაკეთო. როდესაც სასიამოვნოდ ვატარებ დროს, მთლიანად სიამოვნების მიღებით ვარ დაკავებული. სელფი-მანიის ფენომენზე ხშირად მიფიქრია, თითქოს ბედნიერება არ არის სრულყოფილი, სანამ ყველას არ გააგებინებენ მის შესახებ. მოკლედ მე ვერ მართობს. დანარჩენების რა მოგახსენო, ვისაც როგორ უნდა ისე ერთობა.

- გიორგი კეკელიძის წიგნებზე რა შთაბეჭდილების ხართ?

- მსუბუქი საკითხავია, განსაკუთრებით მომეწონა რომანის ფორმა, მთხრობელი, რომელიც თვითონ აღმოჩნდება საბოლოოდ მთავარი გმირი, თანამედროვე თბილისის პროვინციული სული, იუმორი, მოკლედ მშვენიერია.

ნინო მუმლაძე:

- რადგან გიორგი კეკელიძის წიგნებთან ფოტოს ვიღებთ, თუ ვინმეს ჰგონია რომ ავტორთან აუცილებლად რომანი გვაქვს, ეს მათი ავადმყოფური წარმოსახვის შედეგია.

- სინამდვილეში როგორი ურთიერთობა გაქვთ გიორგი კეკელიძესთან?

- თქვენ მე და გიორგის ურთიერთობაზე წერთ თუ გიორგის წიგნებზე?.. მირჩევნია მის წიგნებზე გესაუბროთ: გიორგი კეკელიძეს თანამედროვე მწერლებში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. ძალიან განსხვავდება მისი პოეზია და პროზაული ნაწარმოებები ჟანრობრივად, შინაარსით... ლექსები გაცილებით ღრმაა. პროზა ძალიან მსუბუქად წასაკითხი და უფრო გასართობი სახის არის. მე მაგალითად, ძალიან გავერთე, როდესაც წავიკითხე "გურული დღიურები" და "სიკვდილი პიცერიაში". "გურულ დღიურებს" თითქოს თავის თავზე წერს, მაგრამ რეალურად ყველა მის თაობის წარმომადგენლებს გვეხება. ოთხმოცდაათიან წლებში ძალიან გავდა ჩვენი ბავშვობა ერთმანეთისას, მიუხედავად იმისა, რომ მე თბილისში ვარ გაზრდილი, გიორგი გურიაში, ვიღაცა აჭარაში და ასე შემდეგ... "გურული დღიურების" საინტერესო დეტალებმა ყველას ბავშვობა გაგვახსენა და ამით გახდა ძალიან პოპულარული, რადგან ყველას გაგვახსენა ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობდით. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ გამოუვიდა, თუმცა პირადად მე მისი პოეზია უფრო მომწონს.

მანანა გაბრიჭიძე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს