მუხიანის დასახლებაში, მე-4 ბ მ/რ-ის 35-ე ა კორპუსის ეზოში მანქანა შევარდა და იქ მყოფ პირებს დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, ინციდენტის შედეგად დაშავდა ბავშვი, რომელიც უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში კი განაცხადეს, რომ ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ.
მძღოლი, რომელიც მანქანას მართავდა, ასევე დაეჯახა ხეს და გაზის მილს. დაჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხე მოგლიჯა, გაზის მილი კი დააზიანა. ამჟამად მახლობლად მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს გაზი არ მიეწოდებათ.