გეილ ფორმანის "მე აქ ვიყავი" "ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში 3 ლარად გაიყიდა

გეილ ფორმანის "მე აქ ვიყავი" "ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში 3 ლარად გაიყიდა

"ბიბლუსი გალერეაში" პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში, გეილ ფორმანის "მე აქ ვიყავი" 3 ლარად გაიყიდა.

როგორც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, წიგნი გაყიდვაში გუშინ გამოვიდა და ფასდაკლებით გაიყიდა. "ამჯერად აქცია "ლიბერთინსის" ახალ წიგნზე გვაქვს. ჩვენი თინეიჯერებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ავტორის, გეილ ფორმანის "მე აქ ვიყავი" დღეს გამოვიდა გაყიდვაში და წიგნი პირველად, ფასდაკლებით 3 ლარად იყიდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მსგავს აქციებს, რათა ჩვენი თინეიჯერი მკითხველი გავახაროთ", - აღნიშნა სოფო საყევარაშვილმა.

გეილ ფორმანის ნაწარმოების "მე აქ ვიყავი" მთარგმნელმა ნინო თოხაძემ ახალგაზრდებს წიგნის წაკითხვა ურჩია და წიგნის საინტერესო დეტალებზე გაამახვილა ყურადღება. "წიგნი თანამედროვე ამერიკელი თინეიჯერების ცხოვრებას ასახავს, რომლებიც ქართველი თინეიჯერებისგან დიდად არ განსხვავდებიან. წიგნი დეტექტიური ჟანრის არის, ამავე დროს, ახალგაზრდების ყოველდღიურობას ასახავს, ეს ყველაფერი კი ერთი გოგოს ისტორიის ფონზე ვითარდება, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, რა დაემართა მის უახლოეს მეგობარს", - აღნიშნა ნინო თოხაძემ.

თინეიჯერ მარიამ მერაბიშვილის თქმით, გეილ ფორმანი მისი საყვარელი ავტორია. გეილ ფორმანის სხვა წიგნებიც წაკითხული მაქვს. ძალიან მომწონს ეს ავტორი. "მე აქ ვიყავი" მოგვითხრობს სუიციდზე. გოგონა სუიციდით ამთავრებს ცხოვრებას. ეს წიგნი გვეუბნება, რომ არ შეიძლება, სუიციდი გამოსავალი იყოს", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი