ქართველი სტუდენტების გამოგონება: მაჯის საათი უსინათლოთათვის

ქართველი სტუდენტების გამოგონება: მაჯის საათი უსინათლოთათვის

ნიკოლოზ სიხარულიძე, თორნიკე ფარცახაშვილი, ნიკოლოზ დონაძე და გივი ბერიძე - ეს ნიჭიერი ახალგაზ­რდები თავისუფალი უნივერსიტეტის მეორე­ კურსის სტუდენტები არიან. სწავლის პარალელურად, უნივერსიტეტის ლაბორატორიაში სხვადასხვა პროექტზე­ მუშაობენ. მაჯის უხმო საათიც სწორედ ამ ლაბორატორიაში შეიქმნა და კონკურსშიც გაიმარჯვა. ახალგაზრდები საათის პირველ მოდელზე ერთი თვე თავაუღებლად შრომობდნენ. პირველი წარმატებით წახალისებულებმა მომდევნო მოდელებიც შექმნეს.

ნიკოლოზ სიხარულიძე: "ვფიქრობდით, უსინათლოებისთვის რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა და მოვიფიქრეთ - მაჯის უხმო საათი, რითიც სხვების დაუხმარებლად შეძლებენ დროის გაგებას. ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო, უკვე მესამე მოდელი შევქმენით, რომელიც ბევრად სჯობს წინა ორს. პირველ კურსზე ვიყავით, როცა მეგობრ­ებმა ეს პროექტი მოვიფიქრეთ. უსინათლოებისთვის არსებობს ხმოვანი საათები­. თუმცა, ხმაურიან ადგილებში შეიძლება ვერ გაიგონ, რომელი საათია. ამიტომ­ შევქმენით მაჯის საათი ვიბრაციის ფუნქც­იით. პირველ მოდელს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე. ვიზუალითა და ფუნქციებით მესამე წინა ორს ჯობია, მას მუსიკალური ფუნქციაც დაემატა.­ ახლა ვაპირებთ, ჯი-პი-ეის ფუნქციაც დავამატოთ - უსინ­ათლო თუ სადმე დაიკარგება, საათი­ ოჯახის წევრებთან კოორდინატებს გაგზავნის."

თორნიკე ფარცახაშვილი: უსინათლო საათის კორპუსს ხელით შეეხება­ და ვიბრაციით გაიგებს, რომელი საათია­. მაგალითად, 3:25 საათია. ჯერ საათი ოთხჯერ ვიბრირებს, ანუ საათს ითვლის, შემდეგ წუთებს... 25 წუთის დათვლა მოუხერხებელია და ამდენად, ერთი ვიბრაცია 5 წუთის მანიშნებელია. შესაბამისად, 5 ვიბრაცია 25 წუთის აღმნიშვნელია.

იხილეთ გაგრძელება