დროის მეფე - დევიდ ალენი თბილისში ჩამოდის

დროის მეფე - დევიდ ალენი თბილისში ჩამოდის

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შემდეგი სახელწოდების გვერდი გაჩნდა - David Allen Tbilisi. ჩემი ყურადღებაც მალევე მიიქცია საზოგადოების აქტიურობამ Time Lord - ის მიმართ. თუმცა, გვერდზე დატანილი ინფორმაცია, ერთი შეხედვით დაუჯერებელი მეჩვენა - ადმინისტრატორები დროის მეფედ აღიარებული - დევიდ ალენის ვიზიტის შესახებ წერდნენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად ღონისძიების ორგანიზატორს, საკონსულტაციო კომპანია - „პროსპექტის“ დამფუძნებელს - გუგა კობახიძეს დავუკავშირდით და მანაც დაგვიდასტურა, რომ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება წარმატებით დასრულებულიყო და გაყიდვების გურუ - ბრაიან ტრეისის შემდეგ თბილისი მსოფლიო ლეგენდას - დევიდ ალენს უმასპინძლებდა.

ალენი საერთაშორისო პოპულარობით უკვე რამდენიმე წელია სარგებლობს და გასაკვირი არაა, რომ დროის მართვის მისეული მეთოდოლოგია დიდ დაინტერესებას გამოიწვევდა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებშიც. დევიდ ალენი ავტორია დროის მართვის მეთოდოლოგიის - Getting Things Done, რომელსაც მსოფლიოს წარმატებული ორგანიზაციები იყენებენ, მათ შორის: მსოფლიო ბანკი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ნესტლე და სხვა მრავალი... თუმცა ალენმა Time Lord -ის სტატუსი ოფიციალურად მაშინ გაამართლა, როდესაც მისი ავტორობით წიგნი - Getting Things Done, საერთაშორისო „ბესთ სელერი“ გახდა. 2 მილიონამდე გაყიდული ეგზემპლარის ავტორმა, მის მკითხველებს - რიგით მოქალაქეებს ასწავლა მარტივი მეთოდი იმის შესახებ თუ, როგორ უნდა შეასრულონ დასახული გეგმა მინიმალურ დროში. წიგნში განსაკუთრებით საინტერესო ის თავია, როდესაც ალენი სტრესისგან გათავისუფლებული პროდუქტიულობის შესახებ საუბრობს. Time Lord - ი გვასწავლის, რომ თუკი ჩვენს გონებაში თავმოყრილი აზრების დალაგებას შევეცდებით და მხოლოდ ერთ საქმეზე ვკონცენტრირდებით, დღე გაცილებით ნაყოფიერად ჩაივლის და სახლში მისულს ოჯახის წევრებთან ურთიერთობისათვის მეტი ხალისი და ენერგია დაგვრჩება.

მას შემდეგ რაც, დროის მეფემ საკუთარი მეთოდოლოგია 30 წლიან პრაქტიკაში გამოსცადა, გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა და ყველა დაინტერესებულისათვის საკუთარი ცოდნა ღიად გაეზიარებინა. სწორედ მისმა წარმატებულმა მასტერკლასებმა გადააწყვეტინა „პროსპექტის“ დამფუძნებლებს, რომ ალენი საქართველოში ჩამოსვლაზეც დაეთანხმებინათ. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და უკვე დადასტურებულია, რომ 31 ოქტომბერს Time Lord - ი თბილისს ეწვევა. ღონისძიების ჩასატარებლად არაერთი სასტუმრო და საგამოფენო დარბაზი მოინახულეს, თუმცა არჩევანი ახლახანს გახსნილ სასტუმროზე - “ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისიზე“ შეჩერდა. ფრანგული ბრენდის „ბალ რუმი“ საუკეთესო აღმოჩნდა სხვა დანარჩენებთან შედარებით და უნდა ვივარაუდოთ, რომ ღონისძიება ყოველგვარი ტექნიკური შეფერხებისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციის გარეშე ჩაივლის.

მასტერკლასის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა არაერთმა კომპანიამ და მედიასაშუალებამ. „პალიტრა მედიამ“ - Time Lord - ის ვიზიტის შესახებ უკვე ამცნო საკუთარ მკითხველებსა და მსმენელებს. დაინტერესდა ტელევიზია - „მაესტრო“ და ყველაზე რეიტინგულმა ბიზნესგადაცემამ - „ბიზნესკონტაქტმა“ დევიდ ალენთან ექსკლუზიური ტელე- ინტერვიუს ჩაწერის უფლება მოიპოვა. ბიზნესსფეროს ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას საინფორმაციო მხარდაჭერა გამოუცხადა - ხალხის საყვარელმა ბიზნეს ჟურნლმა - „მარკეტერმა“, ვიდეო პორტალმა - „მაივიდეომ“ და ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა სარეკლამო კომპანიამ - „ალმამ“. ღონისძიებას გვერდით უდგანან რადიოები, ყველაზე მეტად გავრცელებადი ჟურნალები და საინფორმაციო პორტალები. ალენის ვიზიტის შესახებ ინფორმაციის სწრაფმა გავრცელებამ, ღონისძიებაზე დასწრების არაერთი მსურველი გამოავლინა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერადაც მასტერკლასზე მოხვედრა მხოლოდ იმ 350 ადამიანს შეეძლება, ვინც მასტერკლასის „ფეისბუქ“ გვერდზე განაცხადს და ბილეთის შეძენას პირველი მოახერხებს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი