საქართველოში ფულის ონლაინ კონვერტაცია უკვე შესაძლებელია

საქართველოში ფულის ონლაინ კონვერტაცია უკვე შესაძლებელია

ლატვიური კომპანია eWise.ge რომელიც ერთი თვის წინ დაფუძნდა ბაზარზე უკვე წარმატებულად საქმიანობს. მათთვის ვისაც ფულის ონლაიან კონვერტაცია სურს eWise.ge-ს დახმარებით შეუძლიათ ნებისმიერი რაოდენობის თანხა მათთვის სასურველ ვალუტაში, ყოველგვარი საკომისიო გადასახადის გარეშე გადაცვალონ, რაც მთავარია ფულის კონვერტაცია სავალუტო ჯიხურების უმეტესობაში არსებული კურსითაა შესაძლებელი.

კომპანია eWise.ge-ს გენერალური დირექტორი აკაკი ონიანი "ამბები.გესთან" საუბრისას აცხადებს, რომ მომხმარებლებს საიტზე მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ მომსახურებით სარგებლობა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაციებს, ფიზიკურ პირებს უწევთ ვალუტის კონვერტაცია ბანკების მეშვეობით და ბანკებს აქვთ საკმაოდ მაღალი კურსი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებლებს მივცეთ შანსი და გავაკეთეთ მომსახურება, რომელის დახმარებითაც მსურველს შეუძლია სავალუტო ჯიხურებში არსებული კურსით ონლაინ მოახდინოს სასურველი ვალუტის კონვერტაცია, თანაც ყოველგვარი ფრომალობის გარეშე", - აცხადებს აკაკი ონიანი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მომხმარებლებს შეუძლიათ ლარის, დოლარის და ევროს კონვერტაცი განახორციელონ.

"ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში წამყვან ბანკებთან და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სარგებლობს "ინტერნეტ ბანკინგით" შეუძლია მიუთითოს ანგარიშის ნომერი, რომლიდანაც გადმორიცხავს თანხას ჩვენს ანგარიშზე და ანგარიში, რომელზეც უნდა რომ მიიღოს უკვე კონვერტირებული თანხა. ჩვენს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან დაახლოებით ნახევარი საათში მომხმარებელი ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე მიიღებს კუთვნილ უკვე კონვერტირებულ თანხას მითითებულ საბანკო ანგარიშზე", - აცხადებს ონიანი.

კომპანიის მომსახურებით უკვე ისარგებლა ათასამდე ადამიანმა. სწრაფი, უსაფრთხო ვალუტის გაცვლა/დახურდავება და გარანტირებული დანაზოგი - ეს ისაა რასაც eWise.ge მომხმარებლებს სთავაზობს.

eWise.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი