ჭანდარში ავტოავარიის შედეგად 8 წლის გოგონა დაშავდა

ჭანდარში ავტოავარიის შედეგად 8 წლის გოგონა დაშავდა

გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის გოგონა დაშავდა. არსებული ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის მანქანა ბავშვს მაშინ დაეჯახა, როცა ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. მოზარდი საავადმყოფოში თვითმხილველებმა გადაიყვანეს, სადაც მას გამოკვლევები უტარდება.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროში განუცხადეს, შეჯახების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ჩატარდება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია