"იცით რამდენი დევნილი შეიფარეს საუდის არაბეთმა და საემიროებმა?"

"იცით რამდენი დევნილი შეიფარეს  საუდის არაბეთმა და საემიროებმა?"

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სირიელი მიგრანტების თემას ეხება და უმდიდრესი არაბული ქვეყნების როლზე ამახვილებს ყურადღებას:

"ახლა, BBC -ის ვუყურებდი და ძალიან სწორი, თან მარტივი შეკითხვები დასვა ჟურნალისტმა - რეგიონის (და მგონი პლანეტისაც) უმდიდრესი ქვეყნები - საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი რას აკეთებენ ერთმორწმუნე და მეზობელი სირიელი დევნილების დასახმარებლად? კულტურული, ენობრივი, რელიგიური, გეოგრაფიული თვალსაზრისით ისინი ხომ ბევრად ახლობელნი არიან, ვიდრე სირია და უნგრეთი, ან გერმანია? თუ შეიხებსა და პრინცებს ღვთისგან მხოლოდ ოქროს უნიტასების დადგმა ევალებათ? ბოლო ერთი თვე მხოლოდ ევროპას რომ ვამუნათებთ, მათთვის დაღუპული ბავშვები ბავშვები არ არიან? იცით, თურმე რამდენი დევნილი შეიფარეს 742 მილიარდი დოლარის GDP მქონე საუდის არაბეთმა და 400 მილიარდი GDP მქონე საემიროებმა? - 0! დიახ, არც ერთი", - წერს დაჩი.

შეგახსენებთ, რომ წელს უნგრეთში უკვე 200 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მათი დიდი ნაწილი გერმანიასა და ავსტრიაში ცდილობს გადასვლას.

"დაგვიკავშირდნენ, თითქოს ჩვენი მონაცემები ნანუკას ფონდმა გადასცა და უნდოდათ დაგვხმარებოდნენ" - კარინა გრიგორიანის პოსტი თაღლითურ სქემაზე და ჟორჟოლიანის კომენტარი

"როცა უმოწყალო ცემით მოკლულს ყოველდღე მოკლავენ... როცა უპასუხისმგებლო მთავრობა სახეში ნაფურთხს ჟუჟუნა წვიმას დაუძახებს... როცა... როცა... მე მაინც იქ ვიდგები, სიმართლესთან" - დაჩი გრძელიშვილი

"ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების და მოპედით მორბენილი ნარკანით გადარჩენილი ინტოქსიკაციის ვერსია აბსურდია" - რას წერს ნანა გეგეჭკორი?