ინციდენტი ფოთის ცენტრში - მამამ ვაჟი და სათამაშო აპარატის თანამშრომელი გოგო დაჭრა

ინციდენტი ფოთის ცენტრში - მამამ ვაჟი და  სათამაშო აპარატის თანამშრომელი გოგო დაჭრა

ფოთში ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ სათამაშო აპარატთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდამ სავარაუდოდ თანხა წააგო. საქმეში ახალგაზრდის მამა ჩაერია და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა.

როგორც თვითმხილველები "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ყვებიან, სავარაუდოდ, მოზარდის მამამ სათამაშო აპარატის თანამშრომელი გოგო დაჭრა, ასევე, დაჭრილია თავად მოზარდიც.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის, მორიგე ექიმის, მარინა ლიხაშესტოვას განცხადებით, 20 წლამდე ქალს ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული, ხოლო 18 წლამდე ასაკის მამაკაცს - ხელის არეში.

დაშავებული ქალი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, დაჭრილმა ბიჭმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია