ოზურგეთში, გუბერნიის შენობის წინ 26 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

ოზურგეთში, გუბერნიის შენობის წინ 26 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

გუშინ, გვიან ღამით ოზურგეთში, გუბერნიის შენობის წინ, პარკში 26 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე უცნობი პირი თავს ფულის გამოძალვის მიზნით დაესხა. დაჭრილი ნესტორ მახარაძე ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია.

"ნესტორ მახარაძეს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი-ნაკვეთი სულ 7 ჭრილობა. მათ შორის მარცხენა ბარძაყის არეში, ჭრილობები იყო გულ-მკერდის და ზურგის არეში, სხვადასხვა ზომის და სიმძიმის. პაციენტი იყო დაკვირვების ქვეშ, დაუმუშავდა ჭრილობები, გაუკეთდა მუცლის ღრუს ექოსკოპია და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დღეს დილით გაეწერა ბინაზე, თუმცა ესაჭიროება შემდგომი მკურნალობა", - განაცახადა სამედიცინო ცენტრის ქირურგმა დავით დოლიძემ.

იხილეთ ვრცლად

"გურიის მოამბე"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია