ოზურგეთში 16 წლის მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს

ოზურგეთში 16 წლის მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს

წუხელ ოზურგეთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი მოსწავლე ნ.ბ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. როგორც დაზარალებულის ოჯახის ახლობლები "გურია ნიუსთან" ამბობენ, მოზარდს სხეულზე რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ჯერჯერობით უცნობია, რა არის მოზარდის დაჭრის მიზეზი, თუმცა "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის სავარაუდო მიზეზად გოგონა სახელდება.

16 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტს სკოლის დირექტორიც ადასტურებს. "ინფორმაციას დაჭრის შესახებ ვფლობ, თუმცა რა და როგორ მოხდა, არ ვიცი. ბავშვი არ ამბობს, მე როცა ვიყავი მის სანახავად, პოლიცია იმყოფებოდა და შეუძლებელი იყო მასთან გასაუბრება. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ჭრილობიდან ტყვიები ამოუღეს", - განაცხადა დირექტორმა.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია