ყაზბეგის გამზირზე ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. გავრცელებული ინფრომაციით დაჭრილია ერთი ადამიანი.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაჭრილი სასწაფო დახმარების სამსახურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც აცხადებენ დაშავებულს ქვემო კიდურებზე შემავალი ჭრილობები აღენიშნება.
შს სამინისტროში კი ამბობენ, რომ მამაკაცი არის ნასვამი და არსებობს ვარაუდი იმისა, რომ მან დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო. შს სამინისტროს პრესამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით სამართალდამცავები მომხდარით დაინტერესდნენ, თუმცა გამოძიება მას შემდეგ დაიწყება თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.