ქართველი მოჭადრაკე ნინო ხომერიკი ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველი მოჭადრაკე ნინო ხომერიკი ევროპის ჩემპიონი გახდა

30 სექტემბერს, ხორვატიის ქალაქ პორეჩში 8-18 წლის მოჭადრაკეთა შორის ევროპის პირველობა დასრულდა. ჩემპიონატის გამარჯვებული ქართველი მოჭადრაკე ნინო ხომერიკი გახდა. ხომერიკმა 8 ქულა მიიღო და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ პოლონელ ევა ხარაზინსკას. მესამე ადგილი მაკედონიის წარმომადგენელმა ტიიანე ბლაგოჟევიჩმა დაიკავა.

სულ ტურნირში მონაწილეობა ევროპის 30 ქვეყნის 48 სპორტსმენმა მიიღო.

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც დღეს და ხვალ დენი გაითიშება

მიწისძვრა საქართველოში - სად იყო ეპიცენტრი?

"რაც შესაცვლელია, შევცვლით... მეუფე სპირიდონს ყოველთვის შეუძლია მოვიდეს, ისეთი ღვაწლი აქვს, აქაურობას ვინ დაუკეტავს?“ - მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე