ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქალბატონი დაშავდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას შუქნიშანი არ მუშაობდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.