"არ მინდოდა სერიალის დატოვება"

"არ მინდოდა სერიალის დატოვება"

ნინო გაჩეჩილაძესთან რატომ უნდა მქონდეს ცუდი ურთიერთობა? როცა კატოს როლი შემომთავაზეს, ჯერ ნინოს დავურეკე. მან მეგობრულად მირჩია, ძალიან კარგი სერიალია და უარი არ თქვაო. სერიალში დაბრუნების შემდეგ მასთან ურთიერთობა არ მქონია... ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნება, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო. ნინო ძალიან უხდება ამ როლს და კარგადაც თამაშობს...

16 ოქტომბრიდან "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი, მერვე სეზონი დაიწყება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კატოს როლზე სერიალში მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე დაბრუნდა. ნინომ სერიალი 3 წლის წინ დატოვა და მის როლზე ლელა მებურიშვილი აიყვანეს. ლელა წელს "იმედზე" დღის შოუს თანაწამყვანი გახდა. სერიალის დატოვების შესახებ ლელა მებურიშვილი­ "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- ლელა, თქვენი სურვილით დატოვეთ სერიალი?

- დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ მე და "ფორმულა კრეატივის" წევრები მეგობრები ვართ. არ მინდოდა სერიალის დატოვება, მაგრამ მომიწია ამ გადაწყვეტილების მიღებამ. თუმცა, სერიალის შემქმნელებთან უთანხმოება არ მქონია. როცა "იმედმა" თანამშრომლობა შემომთავაზა, ეს ირაკლი საღინაძეს ვუთხარი. დაიწერა, ლელა მებურიშვილი "რუსთავი 2"-დან "იმედზე" გადაბარგდაო, რაც არასწორია. ერთ წელზე მეტია, რაც "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი აღარ ვარ. მე "ფორმულა კრეატივის" თანამშრომელი ვიყავი, რომელიც ქმნის სერიალს "ჩემი ცოლის დაქალები".

- კატოს როლზე ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნება მოულოდნელი იყო თქვენთვის?

- ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნება, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო. ნინო ძალიან უხდება ამ როლს და კარგადაც თამაშობს.

იხილეთ გაგრძელება

ლეგანდარული მსახიობი ანდრეი მიაგკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან

"მესამე შვილის გაჩენაზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ ადრეა... საერთოდ, 3-4 შვილი უნდა გყავდეს ადამიანს" - ლელა მებურიშვილის გულახდილი ინტერვიუ ოჯახზე