ავტორი:

ადამიანები, რომლებიც უცნაურ ვითარებაში გაქრნენ - მე-20 საუკუნის 5 საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება

ადამიანები, რომლებიც უცნაურ ვითარებაში გაქრნენ - მე-20 საუკუნის 5 საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება

მსოფლიო ისტორიაში არის შემთხვევები, როცა ადამიანები ყველასათვის უცნაურ და საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდნენ. მათ უმეტესობას ვერ მიაგნეს, საბოლოოდ კი გარდაცვლილებად გამოაცხადეს, თუმცა ყველაზე უცნაური ამ ისტორიებში მათი გაქრობის ამბავია.

  • ლუის ლე პრინსი

ერთ-ერთი ასეთი, იდუმალ ვითარებაში გაუჩინარებული ფრანგი ლუის ლე პრინსია. ერთ-ერთი პირველი ქრონოლოგიური კამერების შემქნელი, რომლის გამოგონებასაც მსოფლიოს პირველი მოძრავი სურათი ეკუთვნის. ბევრი ისტორიკოსის თქმით, ლუის ლე პრინსმა მოძრავი სურათი ტომას ედისონზე ადრე გამოიგონა, რომელიც საქვეყნოდ ცნობილია, როგორც მოძრავი გამოსახულების გამომგონებელი.

კამერის რეკლამირებისთვის ლე პრინსმა მისი დაპატენტება ბრიტანეთში გადაწყვიტა, თუმცა სწორედ ამ დროს უცნაურად გაქრა. 1890 წლის სექტემბერში ლე პრინსი მატარებლით მეგობრის მოსანახულებლად გაემგზავრა, თუმცა როცა მატარებელი გაჩერდა, ლუის ლე პრინსი და მისი ნივთები ვერსად იპოვეს.

არსებობს მისი გაუჩინარების რამდენიმე ვერსია. ლუის ლე პრინსის მეუღლე ქმრის გაუჩინარების ამბავში ამერიკელ კონკურენტებს სდებდა ბრალს, რომელთაც მისი თქმით, სურდათ, რომ კამერის გამომგონებლებად პირველები სწორედ ამერიკელები მიეჩნიათ. ზოგი ფიქრობდა, რომ ლე პრინსი ფულის გამო მოკლეს. გარდაცვლილის ძმის შვილიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაბუის ძმა, ანუ ლუის ლე პრინსი ეუბნებოდა, რომ არსებობს თვითმკვლელობის ისეთი გზა, როდესაც სიკვდილის შემდეგ სხეულს ვერსად ვერ იპოვიან.

  • ამბროზ ბირსი

ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი და აშშ-ის სამოქალაქო ომის მონაწილე ამბროზ ბირსი უცნაური ხასიათით გამოირჩეოდა. ის იყო პირდაპირი, მკაცრი, დაუნდობელი და მისი ეს ხასიათი საკუთარ შემოქმედებასაც ეტყობოდა, ამის გამო მას "დაუნდობელი ბირსი" შეარქვეს.

პირადი პრობლემების გამო (დაეღუპა ორი ვაჟი, გაეყარა მეუღლე და პრობლემა შეექმნა დამსაქმებლებთან) ტეხასში გაემგზავრა, სადაც დროდადრო ომშიც იბრძოდა, იქიდან კი მექსიკაში წავიდა. ის შეურთდა პანჩო ვილის არმიას, როგორც დამკვირვებელი. ბირსმა თავისი ბოლო წერილი მეგობარს 1913 წლის 26 დეკემბერს მისწერა, სადაც ის წერდა: "რაც შემეხება მე, ხვალ გაურკვეველი მიმართულებით მივემგზავრები", - ეს პასუხი კი მისი პოვნისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

სხვადასხვა ვერსიის მიხედვით, ამბროზ ბირსი მექსიკაში ბრძოლის დროს ერთ-ერთ ბარში ოფიცერთან ჩხუბის დროს დაიღუპა. ბირსის გაუჩინარება ამერიკაში ერთ-ერთ საიდუმლო გაუჩინარებად ითვლება. მის შესახებ გადაიღეს ფილმიც, სახელწოდებით "ძველი გრინგო", სადაც მთავარ როლს გრეკორი პეკი თამაშობს.

  • პერსი ფოსეტი

არქეოლოგმადა მკვლევარა პერსი ფოსეტმა მთელი ცხოვრება მოგზაურობაში გაატარა. ის ჩრდილოეთ აფრიკაში ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში მუშაობდა და მეგობრობდა ისეთ მწერლებთან, როგორებიც იყვნენ რაიგერ ჰაგარდი და არტურ კონან დოილი, ამ უკანასკნელმა თავისი "დაკარგული სამყარო" სწორედ ფოსეტის შთაბეჭდილებების მიხედვით დაწერა.

ფოსეტმა ბრაზილიის ჯუნგლებში 7 ექსპედიცია მოაწყო, რათა აღმოეჩინა ველური ბუნება და არქეოლოგიური კვლევები ჩაეტარებინა. ის დარწმუნებული იყო, რომ არსებობდა დაკარგული უძველესი ქალაქები. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი ქალაქის ძებნისას, (წერილებში ამ ქალაქს ფოსეტმა უწოდა Z), სადაც 1925 წელს შვილთან ერთად გამეგზავრა, მოულოდნელად გაქრა.

წერილებში, რომელიც ფოსეტმა გაუჩინარებამდე დაწერა, წერს, რომ თუ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა, არავითარ შემთხვევაში არ მოეძებნათ და დახმარების ბრიგადები არ გაეგზავნათ, რადგანაც ისინიც იმავე ბედს გაიზიარებდნენ, რაც ფოსეტმა და მისმა ვაჟმა. ამ მიზეზით მის მოსაძებნად სხვადასხვა დროს 13 ექსპედიცია გაემგზავრა და იქიდან დაახლოებით 100 ადამიანი გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, ფოსეტმა მეხსიერება დაკარგა და კანიბალების ბელადი გახდა, მეორე ვერსიით - მან იპოვა ძველი, გაუჩინარებული ქალაქი და იქ დარჩა. განაგრძეთ კითხვა