ავერსი-რაციონალი ქართული ფარმაცევტული წარმოებაა, რომელიც საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე წარსდგა

ავერსი-რაციონალი ქართული ფარმაცევტული წარმოებაა, რომელიც საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე წარსდგა

საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI Worldwide, რომელიც ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვ აქვეყანაში ტარდება, წელს მადრიდში 12-15 ოქტომბერს გაიმართა. ეს ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ფარმაცევტულ სფეროში დანერგილი სიახლეები თუ ტექნოლოგიები კოლეგებს გაუზიაროთ, მოიძიოთ ახალი პარტნიორები და ბაზრები, გააფართოვოთ ექსპორტის არეალი.სწორედ ამიტომ CPHI Worldwide-ს ”ავერსი-რაციონალის” თანამშრომლები ყოველწლიურად სტუმრობდნენ, თუმცა, თავად ქართული ფარმაცევტული წარმოება "ავერსი-რაციონალი" გამოფენის 26 წლიანი ისტორიის მანძილზე წელს პირველად იყო წარმოდგენილი.

საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაში მონაწილეობას ამ სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს ყველა კუთხიდან იღებენ. წელს ღონისძიებაში მონაწილეობას 150 ქვეყნიდან 2500 ფარმაცევტული კომპანია იღებდა, გამოფენას 36 000 -ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო.

”ავერსი-რაციონალის” პრეზენტაციასა და წარმატებებზე ვესაუბრეთ ექსპორტის მარკეტინგულ დირექტორს მარიამ ლომთაძეს:

_საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე CPHI Worldwide ”ავერსი-რაციონალი” წარსდგა, როგორც ქართული ფარმაცევტული საწარმო. ამ ღონისძიებაში საწარმოს მონაწილეობა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და ”ავერსი-რაციონალის” ერთობლივი ძალებით იყო ორგანიზებული. გამოფენამ წარმატებულად ჩაიარა. ასეთი ღონისძიებები საუკეთესო საშუალებაა ახალი ბაზრების და თანამშრომლობი სმოძიებისთვის და ჩვენც დაგვეხმარება მნიშვნელოვანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში. ამასთან, კიდევ უფრო მეტი საშუალება მოგვეცემა, რომ ”ავერსი-რაციონალის” პროდუქცია ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გავიტანოთ.

”ავერსი-რაციონალის” პროდუქციის ექსპორტი 2006 წლიდან ხორციელდება პოსტსაბჭოთა და ახლო აღმოსავლეთის რამოდენიმე ქვეყანაში, ამასთან საექსპორტო არეალი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც პროდუქციის მოთხოვნაზე ზრდას უკავშირდება. საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე წარდგენით ”ავერსი-რაციონალმა” კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. ამ ნიადაგს ”ავერსი-რაციონალში” დანერგილი საერთაშორისო სტანდარტები - ISO 9001 (Quality management systems- Requirements და GMP EU (Good Manufacturing Practice European Union) ამტკიცებს.

”ავერსი” გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი