ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეფერხებულია

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეფერხებულია

რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეფერხებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფტრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რის გამოც აღნიშნულ გვირაბში იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი გზით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა რეგულირდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია