"გუშინ ჩემს მიმართ ღვარძლი აფრქვიეთ" - მერაბ მეტრეველი ეკა კვესიტაძესა და გიორგი ლაფერაშვილს მიმართავს

"გუშინ ჩემს მიმართ ღვარძლი აფრქვიეთ" - მერაბ მეტრეველი ეკა კვესიტაძესა და გიორგი ლაფერაშვილს მიმართავს

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ეკა კვესიტაძესა და გიორგი ლაფერაშვილს მიმართავს და ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში მის მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს პასუხობს:

"*ეკა კვესიტაძე, *გიორგი ლაფერაშვილი - გადაცემა დღეს ვნახე. გუშინ მხოლოდ მოყოლით ვიცოდი. არც კი ვიცი რა გითხრათ. მიუხედავად იმისა რომ უამრავი პოსტი და სტატიებიც კი დავწერე, სადაც ვამბობდი, რომ, მართალია, არ მომწონს "რუსთავი 2" , მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი გაჩუმება არ შეიძლება, რომ, მართალია, პარტიული ტელევიზიაა, მაგრამ მირჩევნია ოპოზიცური პარტიული ტელევიზია, ვიდრე სამთავრობო რუპორი, რომ სასამრთლო პროცესი არ არის კერძო დავა და ეს არის პოლიტკური ბრძოლა და ა.შ და ა. შ.

მიუხედავად ამისა, მხოლოდ იმიტომ რომ გუშინ გავაპროტესტე თქვენი ნათქვამი: ჩვენ ვართ მხოლოდ მთავრობისგან არაკონტროლირებადი ტელევიზიაო და კოლეგებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოვუწოდე, თუ თქვენს ნათქვამს არ ეთანხმებოდნენ, ოღონდ არა დაპირისპირების რეჟიმში, არამედ მხოლოდ განცხადების დონეზე და გითხარით, რომ ტეხავს, როცა კოლეგებისგან სოლიდარობას ითხოვთ და თან ყველას მთავრობისგან კონტროლირებადს ეძახით-მეთქი, მხლოდ ამიტომ გუშინ ჩემზე პირდაპირ ეთერში საოცრებები ილაპრაკეთ. რომ მე თურმე განხეთქილების ჩამოგდებას ვცდილობ, რომ არვის დავდგომივარ გვერდში და ა. შ

ის კი არა, თითქოს ინგა გრიგოლიას და ეკა მიშველაძის გადაცემების დახურვაზე თვალს ვხუჭავ, როცა სწორედ თქვენს ეთერში გადაცემა "არჩევანში" ვიჯექი და ეკა, შენთან ერთად ერთ ხმაში ვაპროტესტებდი ამას. რაც შეეხება შენი და დათოს პირველი არხიდან გამოშვებას, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მაშინ პირველი არხის შემოთავაზებაზე, მათთან წამეყვანა პოლიტიკური თოქშოუ და მქონოდა იმაზე ორჯერ მეტი ხელფასი, ვიდრე დღეს მაქვს, უარი ვთქვი, ამის ერთადერთი მიზეზი იყო ის რომ არ მინდოდა გამოგდებული კოლეგების ადგილზე მისვლა, მაგრამა ამას შენ ვერ გაიგებ. როცა ეს შემოთაავზება მივიღე, პირველი ვისაც დავურეკე და ვუთხარი, შენ იყავი, მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი ვალდებულება არ მქონდა.

მე ხშირად გამიკრიტიკებია "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა, მაგრამ არასდროს არც პირადად თქვენ და არცერთ სხვა ჟურნალისტის მიმართ ღვარძლი არ მიფრქვევია. ყოველთვის ვცდილობდი ადამიანური ურთიერთობები და პროფესიული აზრთა სხვადასხვაობა ერთმანეთში არ ამერია. არასოდეს გადამიტანია მსჯელობა იმ კონტექსტში, რომ "ესენი ჩვენი კოლეგები არ არიან" და ა. შ. რაც გუშინ, გიორგი, შენს ჩემს მიმართ გააკეთე. თქვენ გუშინ ჩემს მიმართ ღვარძლი აფრქვიეთ და დაივიწყეთ ყველა ჩემი ზემოთნახსნები განცხადება მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცაში არ დაგეთანხმეთ და არაკოლეგიალობად ჩაგითვალეთ. არ ვიცი გიორგი, როდის დამიცავი.

სპეცრაზმი რომ თქვენს ტელვიზიაში შემოვარდეს, დღეს არ მეგულება რომელიმე ტელევიზია, რომელიც ამას პირდაპირ ეთერში არ გადასცემს და არ დაგმობს.

სამაგიეროდ მახსოვს როგორ გაჩუმდით, როდესაც ჩვენი კოლეგები, ფოტორეპორტიორები დაიჭირეს და არათუ არ აპროტესტებდით, არმედ ჩვენს აქციებსაც კი არ აშუქებდით. არ ვიცი როდესმე დამჭირდება, თუ არა შენი დაცვა, ან მომინდება თუა არა ამის მერე, მაგრამ მიუხედვად ყველაფრისა მე მაინც ჩემს პოზიციაზე დავრჩები, რომ ქართული დემორკატიისთვის, "რუსთავი 2" მთავრობისგან არ გაკონტროლდეს, და ყოველთვის დავარქმევ ყველაფერს თავის სახელს. მაპატიეთ, თუ გრძლად გამომივიდა"- წერს მეტრეველი.

ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის პირველი ფოტო შვილიშვილთან - რას  აქვეყნებს ცნობილი ექიმი

"მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავ" - კახა კალაძე ანუკის ფოტოს კომენტარებში "გაჭედილ ვაკეზე" ხუმრობამ გააღიზიანა

"მერე ძაღლი მე შემომახტა, დამკაწრა... პატრონი - ვიღაც ქალი, უტიფარი მეუბნება, ნუ ყვირიხართ ყურები მეტკინაო" - რა შეემთხვა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს?