ხინკალმჭერი - იოლი გზა კუჭიდან კუჭამდე

ხინკალმჭერი - იოლი გზა კუჭიდან კუჭამდე

ამ უცნაურ და ორიგინალურ განცხადებას ცოტა ხნის წინ გაზეთ "სიტყვა და საქმეში" წავაწყდი და გახდა კიდეც ამ სტატიის ინსპირაციის წყარო: განცხადებაზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დავრეკე და ახალი გამოგონების ავტორს შინ ვესტუმრე. 64 წლის გამომგონებელი"ფსევდონიმით - გიორგი­ თბილისელი - გაგვეცნო. პროფესიით ისტორიკოსია. ამბობს, რომ ბავშვობიდან კონსტრუქციების გამოგონება იზიდავდა, თუმცა მისი ცხოვრება სულ სხვა გზით წავიდა.

[იხილეთ ვიდეო]

გიორგი თბილისელი: "პროფესიით ისტორიკოსი ვარ, რამდენიმე წიგნიც მაქვს გამოცემული. ბავშვობიდან კონსტრუქტორობა მინდოდა. მართალია, კონსტრუქტორი ვერ გამოვედი, მაგრამ ოცნება 64 წლის ასაკში ავისრულე - ხინკალმჭერი გამოვიგონე. ეს არის სუფრის ინვენტარი, რომელიც ნებისმიერ ხინკლის მოყვარულს მოუხსნის დისკომფორტს. ხინკლის ხელით ან ჩანგლით ჭამა უხერხულობას ქმნის. ყოველთვის მინდოდა ისეთი რამ გამომეგონებინა, რაც ხინკლის მირთმევისას დისკომფორტს მოხსნიდა ადამიანს. ვფიქრობ, ეს გამომივიდა. ამ მოწყობილობას ორივე მხარე ჩანგლისებური აქვს და ბოლოები ერთმანეთთან არის მიერთებული. ხინკლის აღებისას ე.წ. კუჭს უნდა მოვარგოთ ინვენტარის პირი და დავაფიქსიროთ, ამით ხინკალი მყარად ჩამაგრდება დამჭერში.

იხილეთ გაგრძელება

ბოლო დღე-ღამეში 36 578 ტესტი ჩატარდა - გამოვლინდა ინფიცრების 777 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა

"კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი... ცოტა ჯიუტი... წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად“ - რას წერდა საბჭოთა გამომძიებელი მერაბ კოსტავაზე