"თქვენ რომ ბევრს არ უყვარხართ ამაში სიახლე არაფერია" - ქუცნაშვილი "რუსთავი2"-ზე

"თქვენ რომ ბევრს არ უყვარხართ ამაში სიახლე არაფერია" - ქუცნაშვილი "რუსთავი2"-ზე

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გადაცემა "არჩევანში" გოგი თოფაძის მიერ გაკეტებულ განცხადებას ეხმაურება. რუსთავი 2 ცდილობს არსებული ვითარება გააზვიადოს, რაც მისი თქმით არაკორექტულია.

"მიკროფონის გვერდზე გადაწევა და თქმა, რომ რუსთავი 2 აღარ იქნება, ამის მიბმა ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე არ მგონია მთლად კორექტული იყოს. თქვენ რომ ბევრს არ უყვარხართ ამაში სიახლე არაფერია, მაგრამ ადამიანები თავისუფლები არიან თავიანთ ემოციებში, თუმცა მედიის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. რატომ უნდა უყვარდეთ თქვენ უმრავლესობას ან ოპოზიციას? ტელევიზია უნდა უყვარდეს ხალხს და არა პოლიტიკოსებს," - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები