ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი “ზუმერი” საქართველოში "სამსუნგის" ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
ურთიერთთანამშრომლობა ”ზუმერის” მომხმარებელს ბევრ სარგებელს მოუტანს. ამიერიდან, მომხმარებელს საშუალება ექნება ”ზუმერის” ქსელში შეიძინოს სამსუნგის სმარტფონების სრული ხაზი, ოფიციალურ ჰოლოგრამითა და ერთ წლიანი გარანტიით. საგარანტიო პირობების ფარგლებში კი მათ მოემსახურებათ, სამსუნგის ავტორიზებული სერვის ცენტრები. რაც მთავარია, ფასები კვლავ კონკურენტუნარიანი იქნება და შენარჩუნდება "ზუმერისთვის" დამახასიათებელი დაბალი ფასები
სმარტფონების გარდა, მაღაზიაში წარმოდგელინი იქნება სამსუნგის ტელევიზორები, პლანშეტები და სმარტ საათები.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ”ზუმერი” მომხმარებელს ”სამსუნგის” პროდუქციაზე აქციასაც სთავაზობს. ყველა ის მომხმარებელი, ვინც ერთი თვის განმავლობაში ”ზუმერის” მაღაზიათა ქსელში Samsung-ის სმარტფონს შეიძენს, საჩუქრად ერთი წლის განმავლობაში ტელეფონის დაზღვევას მიიღებს. აქცია ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ”ზუმერის” ყველა მაღაზიაში. აქციის ფარგლებში მომხმარებელს საუკეთესო ფასად შეუძლია შეიძინოს ”სამსუნგის” ფლაგმანი სმარტფონები: Samsung Galaxy S6, Samsung Galaxy S6 edge, Samsung Galaxy S6 edge plus, Samsung Galaxy Note 5.
ამასთან, ზუმერი მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტის online შეძენასა და online განვადების სერვისს. აღნიშნული სერვისი განსაკუთრებით კომფორტულია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დროის დაზოგვა. შეძენილ პროდუქტს მომხმარებელი სასურველ ადგილზე მიიღებს, აღსანიშნავია, რომ თბილისის მასშტაბით პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.
კომპანია ”ზუმერი” მობილურების, ტელევიზორების, ციფრული აპარატების, ნოუთბუქებისა და აუდიო-ვიდეო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რითეილერია ბაზარზე. კომპანია 6 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. ციფრული ტექნიკის ქსელს თბილისში 8 მაღაზია აქვს. ”ზუმერის” მაღაზიები ასევე, წარმატებით ფუნქციონირებენ ქუთაისსა და ბათუმში.
”სამსუნგი” ”ზუმერში” და ზოგადად, მთელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია. სამსუნგი უმსხვლესი სამხრეთ კორეული ბიზნეს კონგლომერატია. იგი მოიცავს მრავალ შვილობილ კომპანიას რომელთა უმრავლესობა ერთაინდება სამსუნგის ბრენდში. მისი წარმატებული ისტორია 1938 წლიდან იწყება, ხოლო 1969 წლიდან კომპანიისთვის ახალ ერას ეყრება საფუძველი, როდესაც ყალიბდება ახალი მიმართულება Samsung Electronics. დღესდღეობით სამსუნგი წარმოადგენს ლიდერს როგორც ციფრული ტექნოლოგიების, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის დარგში.
”სამსუნგს” აქვს 87 ოფისი მსოფლიოს 47 ქვეყანაში. ქარხნები ჩინეთში, მალაიზიაში, ტაილანდში, პორტუგალიასა და მექსიკაში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 70 000 თანამშრომელი.
”ზუმერი” მომხმარებლებს პირდება, რომ ”სამსუნგის” ოფიციალური პროდუქციის შესაძენად საუკეთესო ადგილი ”ზუმერი” იქნება.
R