ბათუმში კომპანია Thermoindustria-ს გაყიდვების ოფისის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში კომპანია Thermoindustria-ს გაყიდვების ოფისის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა

Thermoindustria ახალგაზრდა, ამბიციური კომპანიაა. იგი 2012 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ორიენტირებულია მომხმარებელს მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება შესთავაზოს, რაზეც ამ დროის განმავლობაში შეძენილი 1000-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი მეტყველებს. 2015 -მა წელმა კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. 2016 წელს Thermoindutria პარტნიორებსა და მომხარებელს ბევრ ახალ საინტერესო აქციას და პროდუქტს შესთავაზებს. იგეგმება კომპანიის გაფართოებაც, რასაც უფრო დეტალურად Thermoindustria-ს მენეჯმენტი 2016 წელს დააანონსებს.

Thermoindustria -ს ამჯერად ორი ფილიალი აქვს, თბილისში ხოშარაულის 27ა-სა და ბათუმში ჯავახიშვილის 32/34. ბათუმის გაყიდვების ოფისი ოფიციალურად სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. Thermoindustria -ს მაღაზიებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ყველაფერი, რაც გათბობის, კონდიცირების და წყალმომარაგების სისტემებისთვის არის საჭირო. Thermoindustria 800-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პროდუქტს აერთიანებს.

კომპანია წამყვანი იტალიური ბრენდის Italtherm-ის ექსკლუზიური პარტნიორია, რაც მას საშუალებას აძლევს Italtherm-ის გათბობის ქვაბები მომხმარებელს სპეციალურ ფასად შესთავაზოს. გარდა ამისა, Thermoindustria -ში წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Viessmann-ი, E.G.A, Carlo Poletti, Radiatori 2000, Formul-ი და სხვა.

Thermoindustria -ს მაღალკვალიფიციური ოსტატები და კონსულტანტები ნებისმიერ მსურველს მისთვის მისაღებ გათბობის სისტემას, ქვაბს, რადიატორსა და ნებისმიერ სხვა საჭირო პროდუქტს შეურჩევენ და სურვილის შემთხვევაში მონტაჟსაც უზრუნველყოფენ. Thermoindustria -ს მისამართებია: თბილისში ხოშარაულის 27ა, ბათუმში ჯავახიშვილის 32/34, გაყიდვების ოფისები ღიაა სამუშაო დღეებში 10-18, ხოლო შაბათ-კვირას 10-16 საათამდე.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი