ვინ არის მეოთხე? - ილიას მკვლელობის აქამდე უცნობი მონაწილე

ვინ არის მეოთხე? - ილიას მკვლელობის აქამდე უცნობი მონაწილე

ჯაში იყო ტერორისტული აქტების დამგეგმავი იმ ჯგუფისთვის, რომელშიც ილიკო იმერლიშვილი შედიოდა. ილიას მკვლელობა იყო დაგეგმილი ტერორისტული აქტი. ივანე ინაშვილი ილიას მკვლელობის უშუალო მონაწილე­ იყო, დიმიტრი ჯაში კი - მკვლელობის დამგეგმავ-ორგანიზატორი

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ სიმაშვილმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" უნიკალური ფოტოები და მასალები­ ექსკლუზიურად მიაწოდა.

თენგიზ სიმაშვილი: - 2008 წელს გამოვაქვეყნე გამოკვლევა "სოციალ-დემოკრ­ატი ბოლშევიკი ტერორისტები - ილიას მკვლელობის შემსრულებლები", სადაც მკვლელობის მეოთხე სავარაუდო მონაწილის, ილიკო იმერლიშვილის შესახებ გამოვთქვი მოსაზრება... თბილისში ილია იმერლიშვილს მეტსახე­ლად ,,ილია მცხეთელს" ეძახდნენ, დუშეთის მაზრაში - ,,იმერელს", რადგან მისი წინაპარი ლეჩხუმიდან ყოფილა გადმოსული. ამ საკითხზე მუშაობდა შესანიშნავი ლიტერატორი ნოდარ გრიგალაშვილიც. 2010 წელს გამოსცა ნაშრომი "თანამდევი სული", სადაც­ ჩემგან განსხვავებულ მასალებზე დაყ­რდნობით ასაბუთებდა, რომ ილიკო იმერლიშვილი იყო სწორედ ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილე. მისი ნაშრომის გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემი მოპოვებული მასალები გადამუშავებას, ახალი საარქივო მასალის მოძიებას საჭიროებდა...

ეროვნულ, ასევე შს სამინისტროს პარტიულ და უშიშროების არქივებში ძალიან საინტერესო მასალები­ მოვიძიე, მათ შორის არის ილიას მკვლელობაში მონაწილეთა ფოტოებიც. ეს დოკუმენტები საფუძვლად დაედო მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს ,,ვინ მოკლა ილია?", რომელიც შსს-ს არქივის ხელშეწყობით გადაიღო რეჟისორმა მიხეილ ბერინაშვილმა­ (ილიას როლს თამაშ­ობს აწ გარდაცვ­ლილი მსახიობი კოტე თოლორდავა)...

აღმოვაჩინე დოკუმენტები, სადაც ილიკო იმერლიშვილი პირდაპირ არის დასახელ­ებული საგურამოში მოქმედი წითელი­ რა­ზმის­ ხელმძღვანელად, რომლის წევრებიც­ არიან ილია ჭავჭავაძის მკვლელები: ივანე­ ინაშვილი, პავლე ფშავლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი... ისინი ავსებენ ჩემ მიერ ადრე მოძიებულ დოკუმენტებს, სადაც­ ილიას მკვლელობის მონაწილედ დასახელე­ბულია ილიკო იმერლიშვილი.

ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს კარტოთეკაში დაცულ მასალასა­ და ფოტოზე, რომელზეც გამოსახულია ილია ჭავჭავაძის მოურავი დიმიტრი სოფრ­ომის ძე ჯაში. იგი ილიკო იმერლიშვილის ბავშვობის მეგობარი იყო, ათი წლის ასაკიდან ერთად მუშაობდნენ თავართქილაძის სტამბაში. 1906 წლიდან კი ცნობილი ბოლშევიკი-ტერორისტის, ალექსანდრე ობოლ­აძის ხელმძღვანელობით მოქმედი ტერორი­სტული ჯგუფის წევრები გახდნენ. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ილიას მოურავის, მოსე მემარნიშვილის მკვლელობ­აში (რომლის ადგილიც შემდგომ დიმიტ­რი ჯაშმა დაიკავა) მონაწილეობდნენ ილიკო იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე­ ინაშვილი, პავლე ფშავლიშვილი­ (ფაქტობრივად ისინი, ვინც მერე ილია მოკლეს). მემარნიშვილი მოკლეს, რათა ჯაშისთვის მოურავის ადგილი გაეთავ­ისუფლებინათ. იმერლიშვილს კი ილიას მამულში სანდო კაცი სჭირდებოდა­. ილიას მკვლელობა იყო დაგეგმილი ტერორისტული აქტი. ილიას მეეტლე თედო ლაბაურიც კი წითელრაზმელი ყოფილა. მეტიც, დასტურდება, რომ ილიკო იმერლიშვილი იყო საგურამოში მოქმედ წითელრაზმელთა­ ხელმძღვანელი სოციალ-დემოკრატი ტერორისტი, ბოლშევიკი. მის რაზმში კი შედიოდნენ უკვე ნახსენები პავლე ფშავლიშვილი, ივანე ინაშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი და სხვები.

გაგრძელება

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

"ზუკას­ გიო ძალიან დააკლდა, მაგრამ ყველაფერს თავს გაართმევს" - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ