"სავაში" გურიაში დაკრძალვაზე იმყოფებოდა

"სავაში" გურიაში დაკრძალვაზე იმყოფებოდა

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში იმყოფებოდა. მსახიობი დაკრძალვაზე გარდაცვლილი ქალბატონის ნათესავს ახლდა.

როგორც აღმოჩნდა, დიასახლისების საყვარელი თურქი მსახიობი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში პუპულარობა "სავაშის" როლით მოიპოვა, ჩოხატაურის ხშირი სტუმარია. იგი ჩოხატაურის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსთან, საკრებულოს წევრ მანანა მინდაძესთან მეგობრობს და მის ოჯახს სტუმრობს ხოლმე.

"გუშინ იყო ჩამოსული. ჩვენი საერთო მეგობრის დედა გარდაიცვალა. მურატი ძალიან ტრადიციული ახალგაზრდაა და ჩათვალა, რომ მეგობრის დედის დაკრძალვაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო", - აღნიშნა მინდაძემ.

როგორც გავარკვიეთ ილდირიმი "ქელეხშიც" დარჩა და კორკოტიც დააგემოვნა. მანანა მინდაძის თქმით, მურატს ძალიან უყვარს ღომი და სულგუნი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ილდირიმი, ჩოხატაურში, მანანა მინდაძის დედამთილის გასვენებაშიც იყო ჩამოსული და მისმა უშუალობამ ჩოხატაურელები გააოცა.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

"ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი" - რას ამბობს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი

ჭაღები 24 ლარიდან –მიჰაუსის შეთავაზება

"დედა რომ გარდამეცვალა, მქონდა დიდი დეპრესია. იმ დროს ჩემში ისეთი რამ მოხდა, რასაც შემიძლია სასწაულიც ვუწოდო" - წარმატებული კონდიტერის ახალი პროფესია და საოცარი მინიატურები