"ზონდერ-ჟურნალისტების სია აღარ გაქვთ?" - თამარ ბაღაშვილის მწარე შეკითხვა არხის ახალ მფლობელს

"ზონდერ-ჟურნალისტების სია აღარ გაქვთ?" - თამარ ბაღაშვილის მწარე შეკითხვა არხის ახალ მფლობელს

"რუსთავი 2"-ის ყოფილმა მფლობელებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, არხის 100 %-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა, მისმა ადვოკატმა პაატა სალიამ და დროებითმა მმართველმა რეზო საყევარიშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე ქიბარ ხალვაშს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა შეკითხვით მიმართა, აქვს თუ არა არხის ახალ მფლობელს "ზონდერ-ჟურნალისტების" სია, რაზეც ხალვაშმა უპასუხა, რომ ობიექტურ ჟურნალისტებს არავინ გაათავისუფლებს სამსახურიდან.

"თქვენ თუ ობიექტურობის მომხრე ხართ, თავისუფალია თქვენი ადგილი არხზე, იმუშავეთ და მიაწოდეთ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია. მეტი არაფერი მოხდება, არავის თქვენი თავი არ გაუთავისუფლებია. კეთილი ინებეთ იშრომეთ როგორც გაგიხარდებათ და იყავით ბედნიერები, ვინ გიშლით...", - უპასუხა ქიბარ ხალვაშმა თამარ ბაღაშვილს.

იხილეთ ვიდეო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ მიღებული განჩინებით, "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველად რეზო საყევარიშვილი დანიშნა, არხის აქამდე მოქმედ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას კი უფლებამოსილება შეუწყდა. იქამდე, 3 ნოემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის წილები ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.