ნიკა გვარამია - ახალი გენერალური დირექტორის საუკეთესო კანდიდატურა ზაალ უდუმაშვილია

ნიკა გვარამია - ახალი გენერალური დირექტორის საუკეთესო კანდიდატურა ზაალ უდუმაშვილია

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის უფლებამოსილებაშეჩერებული ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ თუ მხარეები ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ შეთანხმდებიან, საუკეთესო კანდიდატურა ზაალ უდუმაშვილი იქნება.

"მე არ მქონია კომუნიკაცია მფლობელებთან, ისინი ალბათ ხვალ გაავრცელებენ საკუთარ პოზიციას. განიხილავენ თუ არა ჩემს კანდიდატურას არ ვიცი, პირიქით, მგონია, რომ არც უნდა განიხილონ, რადგან ვარ დაინტერესებული პირი. განიხილონ მაგალითად ზალიკოს კანდიდატურა, რომელიც კომპანიაში ყველასთვის მისაღები პირია, არის არხის მთავარი სახე და ამავდროულად არის ჩემი პირველი მოადგილე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ზაალ უდუმაშილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ტელეკომპანიის მფლობელები "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტზე მის კანდიდატურას დაასახელებენ, იგი დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს. მისივე განცხადებით, ამჟამად მთავარი პრიორიტეტი არხის გადარჩენაა.

"არ არის საუბარი იმაზე, მინდა თუ არ მინდა, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ ჩვენი კომპანიის დასაცავად და გადასარჩენად. თუ მფლობელების გადაწყვეტილება იქნება ასეთი, მე შევასრულებ იმ მოვალეობას, რასაც დამაკისრებენ. ახლა დგას ყველაზე რთული პერიოდი "რუსთავი 2"-სთვის, რაც კი გამოუვლია ტელეკომპანიას თავისი ისტორიის განმავლობაში", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები