თმის ცვენის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი და უნიკალური პრეპარატი ”ჯანსაღი თმის ცენტრისგან”

თმის ცვენის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი და უნიკალური პრეპარატი ”ჯანსაღი თმის ცენტრისგან”

”ჯანსაღი თმის ცენტრი”, თავის მომხმარებელს თმის ცვენის პრობლემასთან ბრძოლის ინოვაციური საშუალებას სთავაზობს: - Healthy Hair Center უნიკალური შვეიცარიული ბრენდის ექსკლუზიური შემომტანი გახდა.

თმის ცენტრი, რომლის დევიზი საქართველოში უმაღლესი ხარისხის საშუალებების შემოტანა, შესაბამის სფეროში უმაღლესი ხარისხის განათლების დანერგვა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომაა, რამდენიმე თვეა უკვე ქართველ მომხმარებელზე ზრუნავს. Healthy Hair Center -ში მისულ მომხმარებელს ერთ სივრცეში საკუთარი თმის როგორც გაჯანსაღება, ასევე მოვლა შუძლია. „ჯანსაღი თმის ცენტრი" პირველი მონოპროფილური კლინიკაა, რომელიც თმის დაავადებების მკურნალობაზეა ორიენტირებული და კომპლექსური მიდგომის ახალ, თანამედროვე სტანდარტებს ამკვიდრებს. კლინიკაში მკურნალობენ ყველა დაავადებას, რომელიც თავის თმიანი ნაწილის კანს უკავშირდება - იქნება ეს ალოპეცია ( თმის ცვენა), სებორეა, ფსორიაზი თუ სხვა.

სწორედ ”ჯანსაღი თმის ცენტრის” საშუალებით, საქართველოში შვეიცარიული კომპანია ”ჰიალუალი” შემოდის. როგორც აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, ილია მესხი აღნიშნავს, კოსმეტიკური დერმატოლოგიის განვითარებისთვის ამ ბრენდის საქართველოში შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია: ”ჩვენთვის განსაკუთრბული დღეა იმიტომ, რომ საქართველოში უნიკალური შვეიცარიული ბრენდი შემოდის. ჩვენ არა მარტო შემოგვაქვს ეს ბრენდი, არამედ ხდება ექიმების განათლებაც. საქართველო, როგორც ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, კოსმეტიკურ დერმატოლოგიაში პირველ ნაბიჯებს დგამს.

ჩვენ ველით ძალიან კმაყოფილ პაციენტებს, მომხმარებლებს, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად, მათ ხელში იქნება უმაღლესი კატეგორიის პროდუქტი. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ცუდი პროდუქტებია, მაგრამ ჩვენი პროდუქტი განსაკუთრებულია მასში არსებული ორი კომპონენტით. გარდა ამისა, ჩვენ მომხმარებელს ვაწვდით კვალიფიციურ მიდგომას. ერთია, გქონდეს კარგი პრეპარატი, მეორეა, ის სწორად მოიხმარო. მომხმარებელი მიიღებს იმავე დონის გალამაზების სერვისს, რასაც მიიღებდა ყველა წამყვან დერმატო-კოსმეტოლოგიურ კლინიკაში უცხოეთში”.- აღნიშნავს ილია მესხი.

ინსტიტუტ ”ჰიალუალის” წარმომადგენელი ნიკოლაი ოსეიჩუკი აღნიშნავს, რომ კომპანიას ორი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი აქვს: პირველი, ეს არის უნიკალური პროდუქტები და მეორე, ეს არის მიდგომა: ”ჩვენი კომპანია ეძებს პროფესიონალთა გუნდს მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც შემოვედით და აქაც შემოვდივართ არა როგორც პროდუქტის შემომტანი. ჩვენ ვნერგავთ პროდუქტს განათლების საშუალებით”, - ამბობს ნიკოლაი ოსეიჩუკი.

ახალი პროდუქტის შემოტანასთან დაკავშირებით, ცენტრში უმაღლესი კატეგორიის ექიმმა და დერმატოლოგმა, დოცენტმა, პროფესორმა იულია კაჩუკიმ მასტერკლასი ჩაატარა:

”ეს არის რედერმალიზაციის ( კანის ერთ-ერთ შრეში, დერმაში, კონკრეტული ნივთიერების შეყვანა) უნიკალური პროცედურა - ახალი სიტყვა, რადგან პრეპარატი ამის საშუალებას იძლევა. მასტერკლასის მიზანია ამ ტექნოლოგიის გაცნობა ქართველი ექიმებისთვის პრაქტიკულად თუ თეორიულად. შემდეგ კი, ქართულ პრაქტიკაში დანერგვა”, - აღნიშნავს იულია კაჩუკი.

საშუალება “ პრედერმალი”, რომელიც აღნიშნული პროცედურის დროს გამოიყენება, აბსოლუტურად უნიკალურია ქართული ბაზრისთვის და ის თმის ცვენასთან ბრძოლის ინოვაციური საშუალებაა. ”პრედერმალი” ბუნებრივი წარმოშობის ნედლეულით მზადდება და მის შეძენას მომხმარებელი მხოლოდ ”ჯანსაღი თმის ცენტრში” შეძლებს.

ჯანსაღი თმის ცენტრი Healthy hair center

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი