ავტომობილზე ხის დაცემის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა

ავტომობილზე ხის დაცემის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა

საგარეჯოსა და სოფელ იორმუღანლოს დამაკავშირებელ გზაზე მოძრავ ავტომობილს ხე დაეცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფაქტის თვითმხილველებმა აცნობეს, ავტომობილში ერთი ოჯახის სამი წარმომადგენელი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დაშავებულებს თავისა და ხერხემლის ტრავმები აღენიშნებათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს, ხეების წაქცევა ძლიერმა ქარმა გამოიწვია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია, რადგანაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საგარეჯოსა და სოფელ იორმუღანლოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე ალვის ხეების ქარსაცავი ზოლია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია