დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე ექვსსართულიანი შენობის ერთი ფლიგელი ჩამოინგრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მყოფმა დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა, აღნიშნული შენობა, რომელის აგლაძის ქუჩაზე 37 ნომერში მდებარეობს, საცხოვრებელი არ არის, რომლის ქვემოთაც ავტომობილების შესაკეთებელი სახელოსნოები იყო განთავსებული.
"შენობა პრაქტიკულად ცარიელი იყო, მას საწყობებად იყენებდნენ. ძალიან ოპერატიულად მოხდა სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურების მობილიზაცია. ადამიანებისგან შენობა ოპერატიულად დაიცალა, შესაბამისად, მსხვერპლი არ არის", - განაცხადა ზავრადაშვილმა.
რაც შეეხება ზარალს, დიდუბის გამგებლის თქმით, ამაზე საუბარი ადრეა. გამოძიება დაწყებულია.
როგორც ირმა ზავრადაშვილმა აღნიშნა, შენობის ერთი ფლიგელია ჩამოშლილი, ხოლო გამოძიებისა და ექსპრეტიზის დასკვნის დადებისთანავე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური დარჩენილი მეორე ფლიგელის დემონტაჟს განახორციელებს.
გამგებლის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია რაიონული გამგეობის, ქალაქის მერიის, ზედამხედველობის, კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგნელბი, სამუშველო სამსახური.