სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. არსებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა.
"ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტი დაუდასტურეს.
"სამწუხარო ფაქტი მოხდა და სავარაუდოდ, უბედური შემთხვევაა. დეტალებს გამოძიება დაადგენს. შსს-ს აწარმოებს გამოძიებას", - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.