მდინარე ძირულაში ფეხმძიმე ქალს ეძებენ - ავტომანქანა გზიდან გადავარდა

მდინარე ძირულაში ფეხმძიმე ქალს ეძებენ - ავტომანქანა გზიდან გადავარდა

ზესტაფონში მდინარე ძირულაში მანქანა გადავარდა. ავტომანქანაში მყოფ ფეხმძიმე ქალს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ. მსუბუქ ავტომანქანაში, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისხდნენ. ორმა მათგანმა მანქანიდან თავის დაღწევა შეძლო, ხოლო მანქანაში მყოფ ფეხმძიმე ქალს ამ დრომდე ეძებენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ავტომობილი მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს, ქალის ძებნა კი კვლავ მიმდინარეობს. შემთხვევა ზესტაფონში გუშინ მოხდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია