კლასიკური მუსიკის ვარსკვლავის, მევიოლინე ჯოშუა ბელის შემოქმედებითი საღამო წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა

კლასიკური მუსიკის ვარსკვლავის, მევიოლინე ჯოშუა ბელის შემოქმედებითი საღამო წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა

წინანდლის მუზეუმში გამართული კონცერტის მიზანი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერა და გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობადობის ამაღლება იყო. „Green Georgia on My Mind” - ამ დევიზის გარშემო გაერთიანდნენ კონცერტზე მოწვეული სტუმრები, მათ შორის: ამერიკელი გენერალი უესლი კლარკი (ნატოს ჯარების სარდალი 1997-2000 წლებში), პრეზიდენტ ობამას მრჩეველი კულტურის საკითხებში ფრედ გოლდრინგი, ცნობილი შვედი მეცნიერი იოჰან ერნს ნილსონი და სხვანი.

კონცერტს ესწრებოდა საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

საღამოზე ასევე შედგა გენერალ უესლი კლარკის უახლესი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც “სილქროუდ ჯგუფის” ხელშეწყობით რამდენიმე თვეში ქართულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა.

ღონისძიება კომპანია “სილქნეტის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი