24 წლის ფეხმძიმე ქალი, რომელსაც მაშველები მდინარე ძირულაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვნეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება, სამაშველო სამუშაოები უკვე დასრულდა.
ზესტაფონში მდინარე ძირულაში მანქანა გადავარდა. მსუბუქ ავტომანქანაში, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისხდნენ. ორმა მათგანმა მანქანიდან თავის დაღწევა შეძლო.
შემთხვევა ზესტაფონში გუშინ მოხდა.